ავსტრალიელმა ტრეისი სენდსტორმმა თითქმის 2-მეტრიანი ნიანგი “დარაჯად” გაწვრთნა და კლიენტებს 1.400 დოლარად ქურდებისგან თავდასაცავად ეზოს ძაღლის ნაცვლად სთავაზობს.
გაბედული პატრონისთვის ნიანგს თან… პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთი მოჰყვება!
“ნიანგები დიდ ძაღლებს ჰგვანან, მაგრამ მსურველი მზად უნდა იყოს, რომ მცველი კარმიდამოს არა მხოლოდ მძარცველებისგან, არამედ ყოველივე ცოცხლისგან საგულდაგულოდ “გაწმენდს”, – აცხადებს ტრეისი.
მის შესანახად პატრონს გათბობიანი აუზიც დასჭირდება, ხოლო როცა ნიანგის სიგრძე 3 მ-ს მიაღწევს (ეს ნიანგი 6-7 მ-მდე იზრდება) უსაფრთხოებისთვის ზოოპარკში უნდა ჩააბაროს.