იემენი შიმშილობის წინაშე დგას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ცნობით, ქვეყანაში 7 მილიონი ადამიანი შიმშილობის ზღვარზეა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, იემენში ქოლერის შედეგად 900 000-ზე მეტი ადამიანი უკვე დაზარალებული და ეპიდემიასთან საბრძოლველად ქლორის ტაბლეტების მიწოდებაა საჭირო.
როგორც ცნობილია, ქვეყანა ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული, მაგრამ ამჟამად ვერც საკვები, საწვავი და მედიკამენტები ქვეყანაში ვერ შედის.
გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალურმა მდივანმა, მარკ ლოუკოკმა, საუდის ხელმძღვანელობას კონფლიქტის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდა.
როგორც საუდის არაბეთში აცხადებენ, ბლოკადა საჭიროა, რომ ირანმა ამბოხებულებს იარაღი ვერ მიაწოდოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ირანი ამბოხებულთა შეიარაღებას უარყოფს.
გაეროს მონაცემებით, 2015 წელს, მას შემდეგ რაც იემენის სამოქალაქო ომში კოალიცია ჩაერია, 8 670 ადამიანი დაიღუპა, რომელთა 60 % სამოქალაქო პირია, ხოლო 49 960 დაშავდა.