ჯანსუღ ჩარკვიანის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა. მთაწმინდის პანთეონში ეროვნულ-განმთავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა აქცია მოაწყვეს.
მათი თქმით, მიუღებელია პოეტის დაკრძალვა მთაწმინდის პანთეონში, ასევე ისინი მოითხოვნდნენ, რომ პანთეონიდან სტალინის დედა კეკე, მწერალი ალექსანდრე გრიბოედოვი და მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გადაასვენონ.
აქციას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დაცვის სამსახურმა დემონსტრანტები პანთეონის ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
წყარო