“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ხვალ განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობას დატოვებს.
დიდ სამთავრობო ცვლილებებში, რომელზეც პრემიერმა ხვალ უნდა ისაუბროს, შინაგან საქმეთა მინისტრიც მოხვდება, შეიცვლება სოფლის მეურნეობის მინისტრიც;
გარდა ამისა, ჩვენი ინფორმაციით, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთიანდება, გაერთიანდება ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტრები.
სამთავრობო ცვლილებებს არ უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით, კონკრეტული განცხადებების გაკეთება ცვლილებების შესახებ პრემიერის პრეროგატივაა
როგორც ცნობილია, ახალ მინისტრებს და საკადრო ცვლილებებზე პრემოერი ხვალ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს.