ირანი-ერაყის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას THE TIME ავრცელებს.
ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ერაყში მიწისძვრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 535-ზე მეტი კი დაშავდა.
ირანის კრიზისული სიტუაციების მართვის შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში 407 ადამიანი დაიღუპა, 6 700 კი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრამ ასევე შენობების ნგრევა გამოიწვია.
როგორც ცნობილია, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ბიძგები თურქეთში, ისრაელსა და ქუვეითშიც იგრძნობოდა.