ავსტრალიის ქალაქ დარვინში სილამაზის სალონის გახსნა მეპატრონეებმა უჩვეულო რეკლამით აღნიშნეს.
მათი აზრით, საუკეთესო მოდელი ავსტრალიაში, რასაკვირველია, ნიანგია და ღონისძიებისთვის ნიანგების კვლევის ცენტრიდან ყველაზე “ჭკუადამჯდარი” რეპტილია ინათხოვრეს.
თუმცა სალონის რიგით თანამშრომლებს გვარიანი ჯაფა დაადგათ, რათა მტაცებელი გაეკავებინათ და ბედნიერი სახით გაეკეთებინათ მისთვის პედიკიური, “ბიკინის ხაზის” ცვილის ეპილაცია, მასაჟი, წაესვათ სხვადასხვა კრემი…
სალონში კი კლიენტების მოზღვავება არ იგრძნობა – ამბობენ, არც ერთ ქალს არ სურს მასზე თქვან, “ნიანგივით ლამაზიაო”.