გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნარჩუნდება ცივი და თოვლიანი ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
25 ნოემბერს დღისით გამოიდარებს და 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს, ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.