გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული, – ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მას ბრალად ედება ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების შეძენა, შენახვა-ტარება.
„გამოძიებას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სპეცოპერაციისას დაკავებული ბრალდებული ტერორისტულ ორგანიზაციაში იყო გაწევრიანებული. ბრალდებულს ბრალად ედება, რომ მან ტერორისტული მიზნით შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალასა და ფეთქებად ნივთიერებებს. ამ ეტაპზე ჩვენ მოცემულ საქმეზე გვაქვს ყველა საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულს შეეფარდოს პატიმრობა“, – განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, რომელ ორგანიზაციაში იყო ეს პირი გაწევრიანებული და სად იგეგმებოდა დანაშაული, პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს გამოძიების ინტერესი და მიზანშეუწონელია, რომ ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს.
ამასთან, იყო თუ არა სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირი აჰმედ ჩატაევი, პროკურორი აცხადებს, რომ მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისი ექსპერტიზები და ამ ეტაპზე პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის.
1tv.ge