დღეს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი განიხილეს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს წევრებს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ წარუდგინა.
მომავალი წლის ბიუჯეტი 25 656 100 ლარით დაიგეგმა, მათ შორის გათანაბრებითი ტრანსფერი 6 396 400 ლარს შეადგენს, ხოლო ინფრასტრუქუტურული პროექტების განსახორციელებლად კაპიტალური ტრანსფერის სახით 13 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ასევე თანხები განათლების, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის სფეროებზე გადანაწილდა.
საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტის ფინანსური დოკუმენტი შენიშვნებით მერიას დაუბრუნეს. დღესვე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ კიდევ 8 საკითხს უყარეს კენჭი.