გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
“ბათუმში, სასტუმრო “ლეო გრანდში” მომხდარი ტრაგედია შემაძრწუნებელია. გარდაცვლილთა შორის არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანის მკვიდრი, 21 წლის გიორგი მორთულაძე. ის წუხილი, რასაც ამ უმძიმესი შემთხვევის გამო განვიცდი ძნელია სიტყვებით გადმოსცე. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს”, _ აღნიშნულია გურიის გუბერნატორის მიერ გავრცელებულ განცხადებში.
წუხელ სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქე.
ამავე თემაზე:ვინ იყო ჩოხატაურელი ახალგაზრდა, რომელიც “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა