ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ საჭამიასერში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე არსებული ხიდი წუხელ ჩაინგრა. ამ დროისთვის სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია. მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია:
_ ამ წუთებში მიმდინარეობს ხიდის დროებითი აღდგენის სამუშაოები, რომ სოფელი რაიონულ ცენტრს დაუკავშირდეს. პარალელურად ვმუშაობთ შემოვლითი გზების გაკეთებაზე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.
მისივე თქმით ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია ხიდის ჩანგრევა:
_ ეს სპეციალისტებმა უნდა დაადგინონ. ამ ეტაპზე უმთავრესი გზის აღდგენაა და ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, _ გვითხრა კუჭავამ.