აშშ-ს პრეზიდენტი ტვიტერის გვერდზე საკუთარ საპრეზიდენტო მმართველობას აფასებს. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, დღეს ამერიკაში ეკონომიკა ყვავის. მისი თქმით, მან ათი თვის განმავლობაში იმაზე მეტი გააკეთა, ვიდერე სხვა პრეზიდენტებმა ამ დროის განმავლობაში.
“პირველივე დღიდან, როგორც კი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, ერთადერთი რაც გვესმის, არის ის, თუ როგორ ეძებენ არჩევნებზე დამარცხების გამართლებას გაიძვერა „დემოკრატები“ _ რუსეთი, რუსეთი, რუსეთი.
მიუხედავად ამისა, ეკონომიკა ყვავის და იმაზე მეტი გავაკეთე, ვიდრე რომელიმე სხვა პრეზიდენტმა ათი თვის განმავლობაში. კვლავ გავხადოთ ამერიკა დიადი“ _ დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ გვერდზე.