ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებს, მისთვის მოულოდნელი იყო ასეთი მხარდაჭერა. ლომჯარიას თქმით, ის მზად არის ხალხთან სათანამშრომლოდ.
,,ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო.
მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან.
მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე” _ აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.