,,გურია ნიუსთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ფრაქცია ,,კონსერვატორების“ თავჯდომარე გიგა ბუკია ამბობს, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობს, ამიტომ მისი თქმით, სისტემა გადასახედია. როგორც ბუკია აცხადებს, კანონი, რომელიც პარტიების დაფინანსების შესახებ 2004 წელს მიიღეს, წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან მისი თქმით, მანამდე პარტიების დაფინანსების პრაქტიკა არ არსებობდა.
,,პარტიების დაფინანსება ძალიან კომპელქსური თემაა. დღეს არსებული სისტემა თავის დროზე ახლი სიტყვა იყო, რადგან 2004 წელამდე არანაირი პარტიული დაფინანსება არ არსებობდა. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხი განსახილველი და გასასწორებელი. დღეს ფინანსდებიან ისეთი პარტიები, რომლებსაც მოსახლეობის მაღალი მხარდაჭერა არ აქვთ. ვფიქრობ, სისტემა პარტიების დაფინანსების შესახებ გადასახედია“ _ აღნიშნა ბუკიამ.
შეგახსენებთ, გიგა ბუკია VI მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 2004-2008 წლებში. სწორედ, 2004 წელს შემუშავდა კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ, რომლის შექმნაში დღეს უკვე ,,ქართული ოცნების“ წევრი გიგა ბუკია მონაწილეობდა.
2018 წელს 18 პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით ჯამში 8 939 157 ლარს მიიღებს. პარტიათა სია, რომლებიც ბიუჯეტიდან 2018 წელს დაფინანსდებიან, ასე გამოიუყურება:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 2, 081, 038 ლარი, „თავისუფალ დემოკრატები“ – 512,196 ლარი, „ლეიბორისტული პარტია“ – 472,812 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 991,726 ლარი, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“ – 378,849 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია – 378,849 ლარი, „ევროპული საქართველო“ – 1,036,126 ლარი, „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – 507,174 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 87, 024 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 241,625 ლარი, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1,270,995 ლარი, „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშრი“ – 87,024 ლარი, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 87,024 ლარი, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – 87,024 ლარი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 87,024 ლარი,„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 195,511 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“ – 195,511 ლარი.