საქართველოს პარლამენტმა 90-ხმით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე აირჩია.
აღსანიშნავია, რომ გოცირიძე ლალი ფაფიაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გოცირიძე უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა წარადგინეს.




































































