ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა იმართება, სადაც ახალარჩეული მერი კონსტანტინე შარაშენიძე საუბრობს მერიის საშტატო ნუსხასა და სამსახურების დებულებებზე.
მისი თქმით, მას სამი მოადგილე ეყოლება, მერიაში კი 9 სამსახური იქნება.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მერიის სტრუქტურას და სამსახურების დებულებების საკითხს.
შარაშენიძემ ისაუბრა, ასევე სოფლის რწმუნებულების დანიშვნის საკითხზე.
მისი თქმით, სოფლის რწმუნებულები ღია კონკურსით დაინიშნებიან.
ქალაქს ეყოლება 3 რწმუნებული სოფლებში, 1000 მცხოვრებზე ერთი თანაშემწე.