https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რას ფიქრობენ გურული პოლიტიკოსები მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე

14:12; 4.12.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მოწევისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არავის დაეკისრება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ, მოქალაქე გივი შანიძის სარჩელის განხილვის შედეგად მიიღო.

შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას პოლიტიკური ორგანიზაცია “გირჩი” უწევდა, ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე _ გართობის მიზნით:

“პირის უფლება _ საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას”, _ აღნიშნული იყო შანიძის სარჩელში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ “პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა”.

“მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს”, _ აცხადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელსაც მიაჩნია, რომ “მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება”.

“ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას”, _ აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა, სისხლის სამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით, რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლის სამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.

საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კვირის მთავარ თემად იქცა და არც პოლიტიკური შეფასებების მიღმა დარჩენილა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა აუცილებელია:

“ნარკოპოლიტიკის სფეროში, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გადაიდგა არსებითი ნაბიჯები, რომელიც შეეხებოდა მომხმარებელთა და პაციენტთა ინტერესების დაცვას. ასევე, ქვეყანაში წლების განმავლობაში არსებული რეპრესიული პოლიტიკის შეცვლას. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ სფეროში სამოქალაქო სექტორთან და დარწმუნებული ვარ, უახლოეს პერიოდში საქართველოს ექნება ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ჰუმანური ნარკოპოლიტიკა. აღნიშნული კანონი, ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესებს და წამალდამოკიდებულ პირთა მკურნალობაზე ზიანის შემცირებას. მაგრამ, ჩვენ უკომპრომისო ბრძოლას ვუცხადებთ ნარკოტიკების გავრცელებას და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ორგანიზებულ დანაშაულს. იმისთვის, რომ ახალმა, ჰუმანურმა პოლიტიკამ იმუშაოს, აუცილებელია განათლება, პრევენცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების განვითარება და პროპაგანდა ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ”, _ აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მარიხუანას დეკრიმინალიზაციას მხარს უჭერს მმართველი გუნდის წევრი გია ჟორჟოლიანიც. მისი განცხადებით, ეფექტური სამართლებრივი რეგულაციების პირობებში ამ კანონის მიღება სრულიად მიზანშეწონილია:

“ვიცით, რომ პარლამენტში ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ზოგადად, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ეფექტური სამართლებრივი რეგულაციების პირობებში, მიზანშეწონილად მიმაჩნია, ამიტომ ვიზიარებ იმ ნდობას, რომელიც პარლამენტში უმრავლესობის მხარდაჭერით სარგებლობს. უფრო კონკრეტულად მომავალში მოგახსენებთ, როდესაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას”, _ განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციას ხელს არ შეუწყობს:

“ეს არ გახლავთ ლეგალიზაცია. დასჯადი რჩება მარიხუანას მოხმარება. ჩამოართმევენ, დააჯარიმებენ, 500 ლარს გამოუწერენ ჯარიმას ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ექნება მოწეული მარიხუანა. ასე რომ, პოპულარიზაციას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ერთადერთი, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში წერია და არის აბსოლუტურად სწორი, არის ის, რომ მარიხუანა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ საპატიმრო სასჯელი იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთა არჩევანი და თავის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, არ არის მიზანშეწონილი და ვეთანხმები თავიდან ბოლომდე”, _ განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას.

კოლეგებისგან განსხვავებით, მარიხუანას დეკრიმინალიზაციაში საფრთხეს ხედავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სამართლებრივი შეცდომა დაუშვა:

“მგონია, რომ გადაწყვეტილება მთლად სამართლიანი არ არის და საფრთხის შემცველია. კანონი უნდა შესწორდეს, მაგრამ გაცილებით მეტი ყურადღება სამედიცინო დარგის სპეციალისტებს უნდა დაეთმოს. თუნდაც, ნარკოტიკული თრობის წინააღმდეგ პროპაგანდა უნდა იყოს წარმართული და შეზღუდვები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს. ცოტა ხნის წინ, საკონსტიტუციო სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანას ჯიბეში ტარება დააკანონა, რაც შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რაც გაგვაჩნია.

რეგულაციები უნდა შემოვიდეს, რომელიც სამსახურსა და ავტომობილების ტარების შემთხვევაში ადამიანების შესაძლებლობებს ზღუდავს. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში საკონსტიტუციო სასამართლოს ლოგიკას ვერ ვხედავ და ეს ჩემი გულწრფელი აღსარებაა”, _ განაცხადა ვოლსკიმ.

სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა “ქართული ოცნების” კიდევ ერთმა წევრმა გია ბუკიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციით საქართველოში მომხმარებელთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება:

“დეკრიმინალიზაცია სერიოზულად გაზრდის საქართველოში მარიხუანას მოხმარებას. აქამდეც არ გვქონდა სახარბიელო სიტუაცია, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში და ახლა კიდევ უფრო სერიოზული პრობლემები შეიქმნება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა. ასეთი მძიმე გადაწყვეტილება ევროპის კონტინენტის არც ერთ სახელმწიფოს ახსოვს. ერთადერთი გამონაკლისი იყო გერმანია, სადაც სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად ძალოვან სასამართლოს დისკრეციის უფლება დაუტოვა.

გერმანიის სასამართლომ თქვა, მარიხუანას მოხმარება ითვლება დანაშაულად, მაგრამ ცალკეულ შემთხვევებში სასამართლო განიხილავს საქმეებსო. საქართველოში საკონსტიტუციო სასამართლომ ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, რის უფლებაც, ვფიქრობ, არ ჰქონდა. ქვეყანაში საშიშროებაა იმისა, რომ დიდი რაოდენობით გამოიყენებენ ადამიანები მარიხუანას, რაც პირველ ნაბიჯია უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადასვლის, რაც არა ერთი ექსპერტის მიერ არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებლების 98%-მა მძიმე ნარკოტიკების მოხმარება, მარიხუანას შემდეგ დაიწყო”, _ თქვა ბუკიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თამბაქოს კონტროლის ალიანსის თავმჯდომარე. როგორც “გურია ნიუსთან” საუბრისას გიორგი ბახტურიძე განმარტავს, პარლამენტს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რა შედეგის მომტანი იქნება მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს მოვალეობა ჯანსაღი ცხოვრების წახალისებაა, რაც ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებას შეამცირებს:

“მარიხუანის პირადი მიზნით მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა არსებობდეს, მაგრამ პირადი მოხმარების მოცულობად თუ განსაზღვრავთ იმ ოდენობას, რომელიც სხვა ადამიანების მოხმარებისთვის, მათ ჩასართავად და სხვა პირებთან ერთად გამოსაყენებლად იქნება დაშვებული, მაშინ ამ გზით მოხდება მარიხუანას მოხმარების წახალისება, რაც ნარკოტიკული ბუნებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით კი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მიყენებული ზიანის გამო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. რატომ ვერ წარმოადგინა მოპასუხე მხარემ ანუ პარლამენტმა მყარი მტკიცებულებები დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის კუთხით რა შეიცვლება ქვეყანაში? საკმაო მტკიცებულებები დაგროვდა ლეგალიზაციის წინააღმდეგ, რომელიც დეკრიმინალიზაციის შემდგომი გზაა. ამ შემთხვევაში, ზღვარი გადის პირად მოხმარებასა და საზოგადო ინტერესს შორის, უფლების შეზღუდვის საკითხი დგება, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოც აღნიშნავს. მთავარი არის ის, რომ სახელმწიფომ რესურსები უნდა ჩადოს და ინვესტირება უნდა მოახდინოს ადრეული ასაკიდან ჯანსაღი ცხოვრების აღზრდის მიმართულებით და შექმნას ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემო, სადაც წახალისებული იქნება არა ნარკომანია და მემთვრალეობა, არამედ ჯანსაღი ცხოვრება. ამ შემთხვევაში, ბავშვები და ახალგაზრდები თავისი ინტერესისა და შესაძლებლობების მიხედვით იქნებიან დაკავებული ფიზიკურად და გონებრივად, შესაბამისად ნარკოტიკებზე მოთხოვნილება მათ შორის მარიხუანაზე მინიმალური იქნება და ასეთი ადამიანები ისე, როგორც ეს ცივილურ ქვეყნებშია მიღებული დაკარგულ ადამიანებად ანუ ე. წ. ლუზერად ითვლებიან ხოლმე. აუცილებელია, გაიშალოს ერთიანი ფრონტი მომავალი თაობების აღზრდისა და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მომავალი არ ექნება. “დაბოლებული” თაობებით კი ქვეყანას ვერ ავაშენებთ,” _ აღნიშნა გიორგი ბახტურიძემ.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა რას ფიქრობენ გურული პოლიტიკოსები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

გურიის გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, ის, რომ მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლის წესით არ დაისჯება, მისასალმებელია:

_ ამ ფორმით, როგორიც არის, მივესალმები. დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზებას. კარგია, რომ მარიხუანას მოხმარებისთვის ადამიანები სისხლის სამართლის წესით არ დაისჯებიან და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მერაბ ჭანუყვაძემ.

 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ამბობს, რომ ეს მისთვის მიუღებელია.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, რომელიც წლების წინ პოლიციის უფროსი იყო, ამბობს, რომ მარიხუანას მწეველი ადამიანი კრიმინალად არ უნდა ჩაითვალოს:

_ ვფიქრობ, კარგია, რომ მარიხუანას მოწევისთვის ციხეში წასვლა არავის მოუწევს. ხშირად ხდება, რომ მარიხუანას ჩვეულებრივი ადამიანები ეწევიან და არა კრიმინალები. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ძალიან კარგია. მიმაჩნია, რომ მწეველები ამას გაგებით მოეკიდებიან და რიცხვი ამ გადაწყვეტილებით არ მოიმატებს. მით უმეტეს, რომ ადმინისტრაციული სასჯელი რჩება, _ გვითხრა ტაბიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ლეგალიზებაზე საუბარი ნაადრევია:

_ შეიძლება ჰოლანდიასა და ავსტრალიაში ეს დაშვებულია, მაგრამ ჩვენ სხვა ქვეყანა გვაქვს. ევროპის ბევრ ქვეყანაში იარაღის გაყიდვაც დაშვებულია. ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, რომ ასეთი რამ დავუშვათ, _ აღნიშნავს ტაბიძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია ამბობს, რომ მარიხუანის მოწევისთვის ციხეში არავინ არ უნდა წავიდეს:

_ მხოლოდ მოწევისთვის ციხეში არავინ არ უნდა გაუშვან. სხვა შემთხვევაა, თუ ატარებს. ასეთ დროს, ვფიქრობ, რომ საფრთხეები არსებობს, _ გვითხრა დარჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავაც:

_ იმას, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით მარიხუანას მოხმარება სისხლის სამართლებრივი დევნის საგანი აღარ იქნება დადებითად ვაფასებ. თუმცა, გასააზრებელია თანმდევი პროცესები, რაზედაც საზოგადოებას სპეციალისტები აფრთხილებენ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ირაკლი კუჭავამ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე მიიჩნევს, რომ მარიხუანას მოწევისთვის ციხე მძიმე სასჯელია:

_ მარიხუანას მოწევისთვის ციხეში არავინ არ უნდა წავიდეს. თუმცა, ვფიქრობ, რომ სარეალიზაციოდ მოყვანა, ტარება და გავრცელება დასჯადი უნდა იყოს, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

საქართველოში მარიხუანას მომხმარებლების ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით ეს ციფრი ნახევარ მილიონს აღემატება.

ამ ეტაპისთვის არც იმის დადასტურებული მონაცემები არსებობს, გაზრდის თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მომხმარებელთა რაოდენობას.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ბოლო კვლევამ, რომელიც ავსტრალიაში ჩატარდა, სადაც მარიხუანა მხოლოდ რამდენიმე შტატშია დეკრიმინალიზებული, არ დაადასტურა დეკრიმინალიზაციის შედეგად მარიხუანის მწეველთა რაოდენობის მნიშვნელოვანი სტატისტიკური ზრდა. თუმცა, ამის საპირისპიროდ რამდენიმე ექსპერტი აღნიშნავს, რომ მარიხუანა “ნარკოდამოკიდებულების ბილიკის” მხოლოდ პირველი ნაბიჯია და საბოლოოდ მივყავართ უფრო მძიმე ნარკოტიკების მოხმარებამდე.

ერთი სიტყვით შედეგი ასეთია _ მარიხუანას მოხმარებისთვის ციხეში არავინ წავა. ახლა უკვე საუბარი ლეგალიზებაზე დაიწყეს, რომელსაც მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

მომხრეები ამბობენ, რომ ლეგალიზაციის შემდეგ “მძიმე ნარკოტიკების” მომხმარებელი ახალგაზრდების რიცხვი შემცირდება და ამის დასტურად ჰოლანდიის მაგალითი მოჰყავთ _ 1970 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა, მწეველთა რაოდენობა 700 ათასამდე ადამიანს შეადგენს, როცა მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა 15 000-ია.

ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეები კი აღნიშნავენ, რომ ეს მაგალითი არ გამოდგება და დარწმუნებულნი არიან, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია მხოლოდ ნარკომანიის გაზრდას შეუწყობს ხელს, რადგან მარიხუანას მოხმარების შემდეგ ადამიანები სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე გადავლენ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13 სექტემბერი, 2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026

ახალი განყოფილება თუ გაბერილი შტატები საკრებულოში

ვინ გახდა „მე ომბუდსმენი 2017“-ის გამარჯვებული

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო