ავთანდილ კილაძე, ოზურგეთი:
_ ვინც შემოიღო ეს კანონი, ის უნდა დაიჭირო.
ზურაბ ლომჯარია, ოზურგეთი:
_ არ მომწონს.
ირმა ჩხარტიშვილი, ოზურგეთი:
_ არანაირად არ ვეთანხმები. დოზირებულად ვინ მოიხმარს?!
ვლადიმერ სურგულაძე, ოზურგეთი:
_ ვეთანხმები, ოღონდ საჯარო სამსახურში არ უნდა მიიღონ მომხმარებელი.
ქეთევან ღლონტი, ოზურგეთი:
_ ვეთანხმები, ოღონდ ზედმეტად არ უნდა მოიხმარონ.
ირაკლი შათირიშვილი, ოზურგეთი:
_ ასე ჯობს.
დიტო დანელია, ოზურგეთი:
_ არაა სასიამოვნო.
მამია გუჯაბიძე, ოზურგეთი:
_ არ მომწონს.
თენგო ინარიძე, ოზურგეთი:
_ ვეთანხმები.
ირინა გოგოტიშვილი, ოზურგეთი:
_ არ უნდა მიეღოთ ეს კანონი. არ მომწონს.
არჩილ კიღურაძე, ოზურგეთი:
_ სიგარეტიც არ მომიწევია არასდროს. ამიტომ, არ მომწონს.
ზურაბ სირაძე, ოზურგეთი:
_ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად.
ბორის რამიშვილი, ოზურგეთი:
_ იმის კანონი მიიღონ, ხალხი რომ მშიერია.
ქეთინო მანაგაძე, ლანჩხუთი:
_ მარიხუანას მომხმარებლები სისხლის სამართლის დამნაშავეებად არ მიმაჩნია, მაგრამ არც მისი მოხმარების მომხრე ვარ.
გურამ ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ იმედია, ეს ცვლილება ახალგაზრდებს არ წაახალისებს და მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა არ გაიზრდება.
კონსტანტინე ჯულაყიძე, ჩოხატაური:
_ ჩემი გადასაწყვეტი არაა და არ ვიცი.
გურამ შათირიშვილი, ჩოხატაური:
_ არ უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება, რადგან სასარგებლო არაა ადამიანებისთვის.