პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დაადგება, მისი სასამართლო პროცესი ხმაურიანი და რეზონანსული იქნება. როგორც პოლიტოლოგი აღნიშნავს, სააკაშვილისთვის ბრალდების დამტკიცება საქართველოს მართლმსაჯულებას გაუჭირდება.
,,საკაშვილის საქართველოში ექსტრადირება რეალურად შესაძლებელია. არც იმას გამოვრიცხავ, ის უკრაინიდან სხვა ქვეყანაში გააძევონ. ყველაფერი დამოკიდებულია, იმაზე არის თუ არა მზად ჩვენი ხელისუფლება, რომ სააკაშვილი მიიღოს. საინტერესოა, რამდენად მზადაა ჩვენი პროკურატურა სააკაშვილს დამაჯერებელი ბრალდებები წუყენოს. ვიცით, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესი არ იქნება მარტივი. პროცესი რეზონანსეული და ხმაურიანი იქნება, რომლითაც დაინტერესდება უცხოური მედია. საქართველოში სააკაშვილისთვის ბრალდებების დამტკიცება არ იქნება მარტივი. ეს იქნება სერიოზული გამოცდა ქართული მართლმსაჯულებისთვის. მთავარი ის არის, რომ პროცესი ღია იქნება.მნიშვნელოვანია, საქმე ისეთმა მოსამართლეებმა არ უნდა განიხილონ, რომელთა განაჩენს სტრასბურგის სასამართლო თავდაყირა აყენებდა“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ.