„ლიბერალურ- დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით, სააკაშვილი უკრაინაში იდევნება იმის გამო, რომ პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება მოითხოვა, რაც მისი თქმით, ხელისუფლებას არ გამოუვა.
„როგორი არამზადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან მიმართებაში, რთულია იმის უარყოფა რომ მას შეუძლია მუშაობა. მას ამას ვერ წაართმევ. სააკაშვილმა ნება გამოაჩინა, იბრძოლა, უკრაინაში დაბრუნდა, მხარდამჭერები მოიზიდა და ახალი მოთხოვნა გააჟღერა _ პოროშენკოს მშვიდობიანი გადაყენება. როგორ უპასუხა მას „დემოკრატიულმა ხელისუფლებამ“? მის დაპატიმრებას ცდილობენ. მაგრამ ესეც კი არ გამოუვათ მათ. ხელები შორს მიშიკოსგან!“ – განაცხადა ჟირინოვსკიმ.