ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად 7 პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებენ ვაკანტური საშტატო ერთეულის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საკონკურსო პირობებით წამოყენებულ მოთხოვნებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) და გააკეთონ განაცხადები სასურველ პოზიციაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 დეკემბერი. კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება – განაცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება – გასაუბრება.
კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის და დროის, ეტაპების ჩატარების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ ოფიციალურ ვებ-გვერდსა (www.kobuleti.org.ge) და მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. (R)