რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში მე-9 კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად ერთი მოსწავლე საავადმყოფოში გადაიყვანეს. სკოლის დირექტორი ეკატერინე ცხვედაძე ფაქტს ადასტურებს. როგორც დირექტორი აცხადებს, მოსწავლეები ერთმანეთს საკლასო ოთახში დაუპირისპირდნენ.
მოზარდებს შორის მომხდარი კონფლიქტის მიზეზი უცნობია.