“თეთრი ხმაურის” მიერ გამართულ აქციაზე გამოჩნდნენ სასულიერო პირები, რომლებსაც ხელში პლაკატები უკავიათ წარწერით _ „ნარკომანია სიკვდილია“. ისინი აქციას მდუმარებით შეუერთდნენ და მათი მოსვლის მიზეზებზე არ საუბრობენ. აქციაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.