„აქ დგას მსოფლიო მედია და ისინი უკრაინის სირცხვილს აშუქებენ. ფულს, რომელსაც ჩემს თვალთვალში ხარჯავდით, გამომიყავით დაცვის ორი წევრი და დამიჯერეთ, ვერ მომკლავენ”, _ უთხრა პეჩორის სასამართლოზე ბოლო შესვენების გამოცხადების წინ მოსამართლეს.უკრაინის ოპოზიციის ლიდერის თქმით, პუტინი მას სიამოვნებით გაცვლისდაკავებულ უკრაინელ აგენტებში. მისივე განცხადებით, მისი დაკავებით ვიღაცამ პუტინს საჩუქარი გაუკეთა.
„მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, პოროშენკომ და ლუცენკომ უდიდესი შეურაცხყოფა მომაყენეს, რადგან ამ 2-მა სუბიექტმა მე ეფესბეს აგენტი მიწოდა. ეს ყველაფერი უარესია, თუ მე “ეფესბეშნიკი” ვარ, ეს უნდა დაამტკიცოთ სასამართლოში. ამ შემთხვევაში მე პუტინი სიამოვნებით გამცვლის დაკავებულ უკრაინელ აგენტებში, დაამტკიცეთ ეს მალე და ყველა უკრაინელ ტყვეს გაათავისუფლებენ. ჩემს წასაყვანად პუტინი რამდენიმე თვითმფრინავსაც კი გამოაგზავნის, ნუთუ არ გესმით, ვის ბრძანებებს ასრულებთ. სააკაშვილი კიევის ციხეში არის პუტინის საუკეთესო ოცნება. “ეფესბე” უკეთეს ოპერაციას ვერ დაგეგმავდა, ვიდრე სააკაშვილის ციხეში ყოფნაა. თქვენ ხართ იარაღი მტრის ხელში, მე ვარ პირველი ადამიანი, რომელმაც პუტინის რუსეთის შესახებ გაეროში სიმართლე თქვა, საქმე გვაქვს სახელმწიფო ღალატთან და მტრის სასარგებლოდ მუშაობასთან. ვიღაცამ გადაწყვიტა, პუტინისთვის ასეთი საჩუქარი გაეკეთებინა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.




































































