“გურია ნიუსის” ჟურნალისტმა რუსა ოქრუაშვილმა “თავისუფალი სიტყვის დამცველი 2017”-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.
აღნიშნული ჯილდო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატებს” ეკუთვნით და ყოველწლიურად სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს გადაეცემათ.
წელს “თავისუფალი სიტყვის დამცველი 2017”-ის ნომინაციაში, ასევე დაჯილდოებული ჟურნალისტები არიან ირაკლი ჩიხლაძე (ტელეკომპანია “იმედი”), მაია მიშელაძე (გაზეთი “ვერსია”), ნინო მიქიაშვილი (დამოუკიდებელი ჟურნალისტი), ბელა გელაშვილი (ტელეკომპანია “იბერია”), გურამ როგავა (საზოგადოებრივი მაუწყებელი), სოფიო ნიაური (ტელე/რადიო “ობიექტივი”), ვიქტორია ქათამაძე (სააგენტო “პირველი”), ალეკო ჩუბინიძე (სააგენტო “ნიუსპრესი”), ბაჩანა ჯინჭარაძე (გაზეთი “ბანკები და ფინანსები”), იზა შაქრაშვილი (ახალი ამბების სააგენტო “კვირა”).
ორგანიზაციის მიერ დაწესებული სხვა ჯილდოები, ასევე, გადაეცათ :
“ღია სასამართლო ინსტანცია”_ მცხეთის რაიონული სასამართლო;
“ყველაზე ღია საჯარო უწყება” _ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმონისტრაცია;
“საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის” _ საქართველოს სახალხო დამცვლის აპარატი;
“ყველაზე კომუნიკაბელური უწყება” _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო,
“წლის საუკეთესო მომსახურება” _ გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”;
“ახალგაზრდული იდეების ქომაგი” _ CsoGeorgia.org;
“ღია საზოგადოების მხარდამჭერი” _ ახალი ამბების სააგენტო “მედიანიუსი”;
“”დაბალანსებული სანდო ინფორმაციისთვის”_ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელი;
“საზოგადოების ხმა”_ გადაცემა “რეაქცია” , ტელეკომპანია პირველი;
“ორგანიზაციის მეგობარი” კი ადვოკატი, გია ტაბლაშვილი გახდა.
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოაკტები” სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს და ჟურნალისტებს ყოველწლიურად უკვე მეხუთედ აჯილდოებენ.
მათ, ასევე, 2017 წლის საქმიანობა შეაჯამეს და ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ საზოგადოების წევრებს საქმიანობის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი წარუდგინეს.