ბავშვის შვილად აყვანის მსურველებს 2018 წლის 1 იანვრიდან სპეციალური მოსამზადებელი კურსები უნდა გაიარონ. ამის მიზანი ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაა. კურსი ფასიანია, თუმცა, გამონაკლისი იქნება განსხვავებული საჭიროების მქონე გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის მსურველ პირებთან დაკავშირებით – ისინი კურსის საფასურის გადახდისაგან გათავისუფლდებიან.
მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, შვილად აყვანის მსურველი პირი სერტიფიკატს მიიღებს.
თუ სერთიფიცირებული პირი, რომელმაც უკვე იშვილა ერთი და კვლავ გადაწყვეტს მეორე ბავშვის აყვანას, კურსის გავლა აღარ მოეთხოვება.
სერთიფიკატის წარდგენა სავალდებულო იქნება მინდობით აღმზრდელად რეგისტრაციისთვის.
imedinews.ge