“თქვენთვის რომ გვეკითხა, მიშა ყველას უთვალთვალებდა, ხალხს ჭამდა, აწამებდა, ყველაფრის წილში იყო, მძინარე ცხინვალი დაბომბა, აღარ გავაგრძელებ და 4 წელი მიუსაჯეთ პატიმრის შეწყალების გამო?
და ისიც, 6 წელი ამ ამბავს არკვევდით სასამართლოში?!
მგონი დებილები ხართ. თან პოლიტიკურად მოტივირებული დებილები,” _ ასე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.
ამავე თემაზე: გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა