ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცემერის პოსტი, შესაძლოა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ დაიკავოს.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი პარტიაში განიხილეს და ეს სწორედ პარტიის დავალებაა მერის, კონსტანტინე შარაშენიძის “გასაკონტროლებლად“.
ჩვენთან საუბრის დროს, აღნიშნული ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციაში არ დაადასტურეს, მათ შორის არც პარტიის თავმჯდომარემ.
როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ინფორმაციას არ ფლობს არც ღურჯუმელიძე:
_ პირველად მესმის, მსგავს საკითხზე ჩემთან საუბარი არავის არ ჰქონია, ეს თემა მერის გადასაწყვეტია, მერმა უნდა უნდა გადაწყვიტოს, ვის დანიშნავს და ვის არა, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, _ამბობს გიორგი ღურჯუმელიძე.
კოტე შარაშენიძე _ არ არის სიმართლე, სად მოიძიეთ ეს ამბავი, არ დაიჯეროთ.
“ოცნების“ პარტიის თავმჯდომარე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია “გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს:
_ პირველად მესმის, არ ვადასტურებ, _ გვითხრა დარჩიამ.