საქართველოს პრეზიდენტი დღეს ახალ საპარლამენტო მდივანს წარადგენს. წარდგენა პრეზიდენტის სასახლეში 15.00 საათზეა დანიშნული.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობას ანა დოლიძე იკავებდა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად გუშინ დანიშნა.
არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო მდივნის თანამდებობას ანა ნაცვლიშვილი დაიკავებს.
ანა ნაცვლიშვილი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა. ანა ნაცლიშვილი პროფესიით იურისტია. მას ესექსის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში. ანა ნაცვლიშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მანდატით საპარლამენტო მდივნად მუშაობის გამოცდილება აქვს.