ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა. ადვოკატის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს დღეს უკვე საკუთარ სახლში, დიუსში გადაასვენებენ, ხვალ კი დაკრძალავენ.
მაჩალიკაშვილის გადასვენებას ოჯახი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში დღეს დილის 8 საათზე გარდაიცვალა. ექიმის თქმით, გამთენიისას უკიდურესად გართულდა მდგომარეობა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ის თითქმის ორი კვირა იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში.