რეზო მახარაძე, ოზურგეთი:
_ ეკონომიკა უნდა გააძლიეროს.
შოთა ცენტერაძე, ოზურგეთი:
_ უმუშევრობა უნდა დაძლიოს ეკონომიკის გაძლიერებით.
მანანა პაიჭაძე, ჩოხატაური:
_ დასაქმება, პირველ რიგში.
სოსო ჩახვაძე, ოზურგეთი:
_ რაც უნდა წეროთ, ამ მთავრობას ვერაფერს შეასმენთ.
თამაზ შათირიშვილი, ოზურგეთი:
_ ფასების ზრდა უნდა შეაჩერონ.
თემურ მალაზონია, ოზურგეთი:
_ ჯერ ხალხს გაუზარდონ ხელფასები და მერე დაინიშნონ თავისთვის დანამატები.
ლუბა ბურჭულაძე, ოზურგეთი:
_ დენის და გაზის ფასი რომ გაზარდეს, ის უნდა შეამცირონ.
ალექსანდრე სამსონია, ოზურგეთი:
_ მაწუხებს დანგრეული გზების პრობლემა.
ლია მანთიძე, ოზურგეთი:
_ ხელფასები შეამცირონ, ნუ უმატებენ.
დარიკო ქამადაძე, ოზურგეთი:
_ უმუშევრობას მიხედონ.
დავით კობიძე, ოზურგეთი:
_ უმუშევრობას მიხედონ.
ვალერიან ქარცივაძე, ოზურგეთი:
_ დოლარის კურსი დაწიონ.
თეკლა გოი, ოზურგეთი:
_ როგორც ახალგაზრდას, გულს მიკლავს გაჭირვებულების მდგომარეობა. სოციალურ პრობლემებს მიხედონ.
ლიანა ცეცხლაძე, ოზურგეთი:
_ უმუშევარია ხალხი, უნდა დაასაქმონ.
თეიმურაზ ვაჩეიშვილი, ოზურგეთი:
_ უმუშევრობას მიხედონ ერთხელ და სამუდამოდ.
იამზე ათაბაგი, ოზურგეთი:
_ უმუშევრობას უნდა მოუარონ. ისე არაფერი გვეშველება.
ელგუჯა გოგუაძე, ლანჩხუთი:
_ ჩემი აზრით, შიდა გზების პრობლემაა პრიორიტეტული.
მამუკა ქანთარია, ლანჩხუთი:
_ პრობლემა ძალიან ბევრია, ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი კი მათი ეფექტურად გადაჭრაა. გამოვყოფდი შიდა გზებს, მინი-სტადიონების კეთილმოწყობას და ახალგაზრდული ცენტრების შექმნას.
ავთანდილ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ არა ერთი პრობლემა არსებობს, თუმცა, უპირველესად, შიდა გზებია მოსაწესრიგებელი.
მერაბ ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ სოფელში მოსახლეობას წყლის სისტემების გაუმართაობა და მოუწესრიგებელი შიდა გზები აწუხებს. ამ პრობლემების მოგვარება უნდა იყოს ადგილობრივი ხელისუფლების მთავარი საზრუნავი.
რობერტ აბდულაშვილი, ჩოხატაური:
_ ხალხის დასაქმებას უნდა მიხედოს.
ამირან გიორგაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი.