სახალხო დამცველი პანკისში ჩატარებულ შეხვედრას აჯამებს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მაჩალიკაშვილისა და პანკისის მოსახლეობის პრეტენზიები სპეცოპერაციის თემასთან დაკავშირებით, იდენტურია.
ოჯახიც და საზოგადოებაც ტერორისტებთან მაჩალიკაშვილის დანაშაულებრივი კავშირის შესახებ უტყუარ ფაქტებს ითხოვს. ხეობის მუსლიმური თემის წარმომადგენლები სახალხო დამცველის ვიზიტს დადებითად აფასებენ და მსგავსი შეხვედრების განმეორების საჭიროებებზე საუბრობენ.
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, სახალხო დამცველის მოადგილესთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად დღეს პანკისის ხეობაში გუშინ იმყოფებოდა.
ლომჯარია დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახს, ადგილობრივ პედაგოგებს და ქალთა საბჭოს, ასევე უხუცესთა საბჭოს შეხვდა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი პანკისის ხეობაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლებს დუისის მეჩეთში შეხვდა.