რუმინეთის მთავრობას პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი უხელმძღვანელებს. ევროდეპუტატი ვიორიკა დანჩილა ამ პოსტზე მმართველმა “სოციალ-დემოკრატიულმა” პარტიამ წარადგინა. მისი კანდიდატურა პრეზიდნეტმა უნდა დაამტკიცოს.
როგორც ადგილობირვი მედია წერს, 54 წლის დანჩილა “სოციალ-დემოკრატების” ლიდერ ლივიუ დრაგნეს უახლოესი მოკავშირეა. სწორედ დრაგნესთან კონფლიქტის გამო გადადგა რუმინეთის ყოფილი პრემიერი მიხაი ტუდოსი.
როგორც ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი იოან პაშკუ ამბობს, ვიორიკა დანჩილას კანდიდატურას უახლოეს დღეებში დაამტკიცებენ და ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.
რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იაოჰანესი ახალი პრემიერის დანიშვნასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დღეს გამართავს. თუ დანჩილა მთავრობის მეთაურის პოსტს დაიკავებს, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფომირებისათვის მას 10 დღე ექნება.