თბილისში მცხოვრები ოთარ ჩხაიძის ოჯახი დახმარებას ითხოვს. მის პატარა ძმას, 7 წლის ილია ჩხაიძეს მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია აქვს.
ის უკვე 2 თვეა იაშვილის კლინიკაში წევს, სადაც მკურნალობის 1-ელ კურსს უტარებენ, თუმცა მომდევნო 2 კურსის გავლა საზღვარგარეთ არის საჭირო.
როგორც ოთარ ჩხაიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბავშვის წაყვანა სამკურნალოდ ისრაელშია საჭირო, რადგან მედიკამენტები, რაც საქართველოშია მისი ორგანიზმი ვერ ეგუება.
„ჩემი ძმა ამჟამად იაშვილის კლინიკაში მკურნალობის 1-ელ კურსს ამთავრებს. მე-2 და განსაკუთრებით, მე-3 კურსის გავლა ძალიან უჭირთ ბავშვებს. ჯანდაცვის სამინისტროს რჩევით და ჩვენი სურვილით, გვინდა, რომ საზღვარგარეთ წავიყვანოთ. 2 კურსი იქნება ჩასატარებელი და 150 000 დოლარი ჯდება. ექიმები მეუბნებიან, რომ მკურნალობას ექვემდებარება და შესაძლებელია დარჩენილი 2 კურსი საქართველოში გაიაროს, მაგრამ იმედს 70%-ს მაძლევენ, 30%-ს კი ვერ მაძლევენ, ქიმიოთერაპიის იმ მედიკამენტების გამო, რაც უნდა გაუკეთდეს, რადგან ორგანიზმი უკუჩვენებებს იძლევა. 1-ელი ეტაპიც ძლივს გადაიტანა“, _ამბობს ჩხაიძე.
მისივე თქმით, ქალაქის მერიიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან დაფინანსებას ელოდება. მას ასევე იმედი აქვს, რომ პატარა ძმის სამკურნალო თანხის შეგროვებაში კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს.
„ვცდილობთ ის თანხა შევაგროვოთ, რაც ისრაელში მკურნალობისთვისაა საჭირო. გერმანიაშიც გვინდოდა წაყვანა, მაგრამ მკურნალობა იქ უფრო ძვირი ჯდება. თბილისის მერიიდან და ჯანდაცვის სამინისტროდან დაფინანსების შესახებ ველოდები პასუხს. ვაპირებ, მივმართო სოლიდარობის ფონდსაც. ოჯახს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ ჩემი ძმის სამკურნალოდ წაყვანა დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შევძლოთ. იმედი გვაქვს კეთილი ადამიანები შეძლებისდაგვარად, დაგვეხმარება“, _ ამბობს ჩხაიძე.
ილია ჩხაიძეს დასახმარებლად თი ბი სი ბანკში სპეციალური ანგარიშია გახსნილი:
GE08TB7514245061100055
მიმღები: ოთარ კვიჭიძე
ტელ: (595) 111 457