ვარკეთილის მეტროსადგურში თბილისის მერი მივიდა. კახა კალაძის განცხადებით კრიმინალისტები იწყენებენ მუშაობას და მკაცრად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც დადგინდება:
“საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ჭერის ჩამონგრევის შედეგად გვყავს 11 დაშავებული. ველოდებით კრიმინალისტებს, რომ დაიწყონ შესწავლა და გაარკვიონ რა მოხდა.
განსაკუთრეებული ყურადღებით მოხდება შესწავლა. დაისჯება ყველა დამნაშავე და მოყვება ძალიან მკაცრი რეაგირება ამ ფაქტს.
აგვისტოში იყო დასრულებული სამუშაოები და სექტემბერში იქნა მიღებული ექსპლოატაციაში, მე მგონი აქ ყველაფერი ნათელია. ამ კომპანიას სამუშაოები აქვს ჩატარებული მეტრო ახმეტელზე და დღესვე დაიწყება გადამოწმება, რომ უბედურება იქნეს აცილებული,” _ განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ “ვარკეთილში” რამდენიმე საათის წინ ჭერი ჩამოჯგრა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.