მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. თბილისის მერის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა, რა ვითარებაა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ.
ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.
როგორც პირველ არხს სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.
1tv.ge