ლაოსში ერთი უცნაური არქეოლოგიური ძეგლია, “ქოთნების ველი”.
მისი დანიშნულება მეცნიერებს დღემდე ვერ აუხსნიათ.
ვრცელ მინდორზე ქვის დიდი “ქოთნებია” მიმოფანტული, რომელთა ასაკიც, სავარაუდოდ, 1500-დან 2000 წელია.
თითოეული “ქოთნის” სიმაღლე 0.5-დან 3 მეტრამდეა, წონა კი 5-6 ტონა.
სულ მინდორზე 1000-ზე მეტი “ქოთანია”, რის გამოც “ქოთნების ველი” არა მარტო მრავალრიცხოვანი ტურისტის ყურადღების ცენტრში, არამედ გინესის წიგნშიც მოხვდა.