გაიოზ ნაჭყებია, ოზურგეთი:
_ თუ შეიცვლება, უნდა შეიცვალოს სიმკაცრისკენ.
მზია მათითაიშვილი, ოზურგეთი:
_ საერთოდ უნდა აიკრძალოს ყველანაირი ნარკოტიკი.
თეონა ჩხაიძე, ოზურგეთი:
_ უნდა დარეგულირდეს კანონი, უსამართლო მიდგომა არ უნდა იყოს.
ანატოლი მათითაიშვილი, ოზურგეთი:
_ კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
რეზო მახარაძე, ოზურგეთი:
_ სიმკაცრისკენ შეცვლის მომხრე ვარ. თაობები განადგურდა ნარკოტიკით.
ვასო ყურაშვილი, ოზურგეთი:
_ ისე უნდა შეიცვალოს, რომ კარგად იყოს გასაგები, ვის უმკურნალონ და ვინ _ დაიჭირონ.
მაია ნონოიანი, ოზურგეთი:
_ მე ვითხოვ ყველანაირად გამკაცრებას. საშინელებაა ნარკოდამოკიდებულება.
ეთერ ნიკოლაიშვილი, ოზურგეთი:
_ უნდა გამკაცრდეს კანონი. არ ვეთანხმები, დღეს რაც ხდება.
ნოდარ ბაქანიძე, ოზურგეთი:
_ კანონი ისე უნდა დაიხვეწოს, არავინ დაზარალდეს.
მარინა მოდებაძე, ოზურგეთი:
_ კანონი უნდა გამკაცრდეს. პირიქით რომ ამბობენ, არ მომწონს.
ციური ნიკოლაიშვილი, ოზურგეთი:
_ არ გამაგონო! რამდენის ცხოვრება მოსპო ნარკოტიკმა.
ფიქრია ქარჩავა, ოზურგეთი:
_ არანაირი შეღავათი. რაც ცუდია, ნებადართული არ უნდა იყოს.
ლალი ლიპარტელიანი, ოზურგეთი:
_ სამი ბიჭის დედა ვარ. მაგ კუთხით კანონის გამკაცრების მომხრე ვარ.
კობა ჩაფიძე, ოზურგეთი:
_ საერთოდ უნდა აიკრძალოს ყველანაირი ნარკოტიკი.
გოჩა თოხაძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით.
მარიკა წილოსანი, ლანჩხუთი:
_ არ ვიცი, ალბათ კი.
ეთერ ვაშაყმაძე, ლანჩხუთი:
_ ახლანდელი კანონი რას ითვალისწინებს, არ ვიცი, მაგრამ ნარკოტიკების რეალიზატორები რომ მკაცრად არიან დასასჯელები, ფაქტია.
გია ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ კი, ბევრად მკაცრი უნდა იყოს კანონი ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.