დღეს ბორის პაიჭაძის დაბადების დღეა. თბილისის “დინამოს” პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი დაიბადა 1915 წლის 3 თებერვალს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიქედში.
16 წლის ბორისი ჯერ ფოთის საზღვაო ტექნიკუმის, მოგვიანებით კი ქალაქის ნაკრებში თამაშობდა.
მისი თბილისური კარიერა 1936 წლიდან დაიწყო. საყვარელ გუნდს სათავეში 1940 წლიდან ჩაუდგა.
“დინამოს” შემადგენლობაში ყოფნისას (1936-1951 წლებში) 181 მატჩიდან 98 გოლი გაიტანა. თასზე კი 40 მატჩიდან 25 , ხოლო 7 საერთაშორისო შეხვედრიდან 5 გოლი. მრავალჯერ ყოფილა საბჭოთა კავშირის მეორე და მესამე პრიზიორი, უთამაშია თასის გათამაშების ფინალში. 1971 წელს მიენიჭა საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება, ცოტა ადრე კი სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება მიიღო. მის ტიტულატურაშია აგრეთვე ვახტანგ გრიგოლის 1-ლი ხარისხის ორდენი. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ‘’დინამოს’’. იყო ამავე სტადიონის დირექტორი. 1991 წლიდან აღნიშნული სტადიონი სწორედ ამ ბუმბერაზი სპორტსმენის სახელს ატარებს.
ბორის პაიჭაძე 1990 წლის 9 ოქტომბერს გარდაიცვალა.