ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სასურსათო მაღაზიებში ქურდობებს სისტემატური ხასიათი მიეცა. დღეს, გამთენიისას მორიგი ქურდობა მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში _ გაძარცვეს სოფლის ცენტრში მდებარე სასურსათო მაღაზია.
“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მაღაზიიდან 500 ლარია წაღებული.
ქურდობის ფაქტს ადასტურებენ შსს-ში და აღნიშნავენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ 177 მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობას გულისხმობს. შსს განმარტებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.