“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს სწრაფი რეაგირებისა და პატრულირების ერთ-ერთი თანამშრომელი დაკითხვაზე იმყოფება.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმე ქრთამის აღებას ეხება. შეგახსენებთ, რომ დღეს დილიდან აღნიშნულ სამსახურში ანტიკორუფციული დეპარტამენტის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
მათ უფროსის ოთახიდან ამოიღეს ოზურგეთში, მდინარე ნატანების ზოლში არსებული ლიცენზირებილი კარიერების შესახებ ყველა დოკუმენტაცია.
წყაროს თქმით, ამ დრომდე არცერთი თანამშრომლისთვის ტელეფონი არ დაუბრუნებიათ.
წყაროს მტკიცებით, ოზურგეთში ყველაზე დიდ ფირმებს შორის _ აჭარა და თბილისის მიერ მოპოვებულ ლიცენზიებს შორის მიდის ძალთა გადანაწილება.
ასევე, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სუს-ი დღეს არსებულ კარიერებზეც იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები მფარველობდნენ ქვა-ღორღის უკანონოდ ამოღების საქმეს, უფრო მეტიც, ისინი ამ საქმეში წილებსაც ფლობენ.
“გურია ნიუსი” ამ დრომდე ვერცერთ თანამშრომელს უტელეფონობის გამო ვერ დაუკავშირდა. როგორც გვითხრეს, ამ დროისთვის აღნიშნული სამსახურის არცერთ თანამშრომელს სამსახურებრივი ავტომობილი არ ჰყავს.
აღნიშნულის შესახებ ვრცელ მასალას “გურია ნიუსი” ხვალ შემოგთავაზებთ.