“ეს განცხადებები არის ძალიან სამწუხარო და სამწუხაროდ, ეს განცხადებები გარკვეულ ეჭვებს ბადებს. უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აფგან მუხთარლის განცხადებას.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრეს.
„პარლამენტი ახორციელებს თავის საზედამხედველო ფუნქციებს ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით გამოძიების შედეგებს და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ამ საქმეს მოეფინება საბოლოოდ ნათელი. რაც შეეხება ჩვენ ამერიკელ მეგობრებს, ერთ-ერთ შეხვედრაზე გვქონდა საუბარი მუხთარლის საქმეზე.
ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ ადმინისტრაციის წარმომადგენლები იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს საქმის გამოძიება, როგორ არის ამ ყველაფერში ჩართული პარლამენტი და ჩვენ იქაც გამოვთქვით იმედი, რომ საბოლოო ჯამში ეს გამოძიება წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
აზერბაიჯანელმა ჟურნალისტის აფგან მუხთარლის განცხადებით საქართველოდან მის გატაცებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკისრება.