დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდორნაში 30 წლის ქალი მოკლეს. არსებული ინფორმაციით ის მეუღლემ მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას მკვლელობის და თვითმკვლელობის მუხლებით აწარმოებს. ცოლ-ქმარს სამი შვილი ჰყავდა.