https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს” _ ვინ და როგორ ნიშნავს სოციალურ დახმარებას

6:02; 15.02.2018
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ გურიის რეგიონში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იანვარში 18 020 ადამიანს შეადგენდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გურიაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ 18 020 ადამიანი იმყოფება _ ანუ, ღატაკია.

როგორც გავარკვიეთ, მხოლოდ ჩოხატაურში, სადაც 9 909 კომლია რეგისტრირებული, დღეის მონაცემებით, საარსებო შემწეობა დანიშნული აქვს 1 138 კომლს.

ამავე მონაცემით ირკვევა, რომ ყველაზე ღარიბი სოფლის სტატუსი შუა სურებს ეკუთვნის _ აქ მცხოვრები მოსახლეობის 29 % ღატაკია _ სოფელში რეგისტრირებული 72 კომლიდან დახმარებას 21 კომლი იღებს; მეორე ადგილზე, 28%-ით სოფელი ზოტია _ 222 კომლიდან დახმარება 64 ოჯახს ეძლევა.

მესამე ადგილზეა დიდი ვანი 7,09%-ით _ ამ სოფელში 61 კომლია რეგისტრირებული და აქედან 17-ს ღატაკის სტატუსი აქვს.

ამ ჩამონათვალში არ არიან ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 150 000-მდე მერყეობს და რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი კატეგორიის ოჯახები ღარიბები არიან; სტატისტიკა მსგავსი ოჯახების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩოხატაურის სერვისცენტრში არ გააჩნიათ.

თუ გავითვალისწინებთ “გურია ნიუსის” რედაქციაში შემოსულ განცხადებებს, რომლებშიც უკიდურესად შეჭირვებული ადამიანები წერენ, რომ დახმარება არ მიეცათ, ასეთი ოჯახების რაოდენობა ჩოხატაურში საკმაოდ დიდია.

ის, რომ სოციალური დახმარებები არასწორად ინიშნება და საარსებო შემწეობა გაცილებით მეტ ადამიანს ეკუთვნის, ჩვენთან საუბრისას ადასტურებენ ჩოხატაურის მერის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მერის წარმომადგენელი დაბა ჩოხატაურში გოჩა ჯინჭარაძე ამბობს, რომ, მისი შეხედულებით, დაბაში 5 ოჯახია ისეთი, რომელსაც დახმარება სჭირდება, თუმცა, საჭირო ქულები არ მისცეს:

_ ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შეიძლება მეტი იყოს, შეიძლება _ ნაკლებიც, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

გელა ვაჩეიშვილი მერის წარმომადგენლად კოხნარის თემში მუშაობს. ჩვენთან საუბრისას იგი ამბობს, რომ სოფელში ბევრს უჭირს:

_ გაჭირვებული ძალიან ბევრია, თუმცა, კონკრეტულად იმის თქმა, რომ ვინმეს ეკუთვნოდა დახმარება და არ მისცეს, გამიჭირდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს საკუთარი წესები აქვს და არ ვიცი, ქულები როგორ ითვლება _ ყველაფერი გასაიდუმლოებული აქვთ. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ვის რამდენი ქულა მიანიჭეს. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ დახმარება ბევრ ადამიანს სჭირდება, _ აღნიშნა ვაჩეიშვილმა.

ავთანდილ შარაშენიძე _ მერის წარმომადგენელი ჯვარცხმის თემში, რომელიც სამ სოფელ აერთიანებს, ამბობს, რომ დახმარება იმაზე მეტ ადამიანს ეკუთვნის, ვიდრე დანიშნულია:

_ პროცენტულად ვერ გეტყვით, მაგრამ არიან ოჯახები, რომლებსაც მართლაც ძალიან უჭირთ და დახმარება არ დაენიშნათ. არ ვიცი, რა კრიტერიუმებით ანიჭებენ ქულებს, მაგრამ ის ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია ჩემს თემში, რომლებსაც შემწეობა ეკუთვნის, მაგრამ არ აქვს, _ ამბობს შარაშენიძე.

ხიდისთავის თემში მერის წარმომადგენელი დავით ვასაძეა, რომელიც კოლეგების მსგავსად აღნიშნავს, რომ დახმარება ბევრს სჭირდება:

_ ჩემ თემში 5 სოფელი შედის და ასე, ზეპირად რომ გითხრათ, მინიმუმ 30 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომელსაც დახმარება ეკუთვნით, ძალიან უჭირთ, თუმცა, ვერ მიიღეს, _ აღნიშნავს ვასაძე.

მერის წარმომადგენელი დაბლაციხეში გიორგი ოსეფაიშვილი ამბობს, რომ მის სოფელში მხოლოდ 1 ოჯახი იცის, რომელსაც დახმარება ეკუთვნის, თუმცა, არ აქვს. ასევე, ერთ ოჯახს გვისახელებს ფარცხმის თემში მერის წარმომადგენელი ზურაბ გურგენიძე.

ზომლეთის თემში მერის წარმომადგენელი ამირან ხაჯიბეგოვი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ მის სამოქმედო არეალში მინიმუმ 6 ოჯახია, რომლებსაც დახმარება ძალიან სჭირდებათ, თუმცა, მისთვის გაუგებარი მიზეზებს გამო “მაღალქულიანთა” კატეგორიაში მოხვდნენ.

მერის წარმომადგენელი ბუკისციხის თემში გელა ეზიეშვილიც კოლეგებს ეთანხმება და ამბობს, რომ კონკრეტული ციფრი არ იცის, თუმცა, მისი თქმით, ბუკისციხესა და იანეულში საკმაო რაოდენობითაა ისეთი ოჯახები, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და დახმარება არ ეძლევათ.

_ ამ დროისთვის რაც მახსენდება, 4-5 ოჯახი ნამდვილად არის, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ. რამდენიმე თვის წინ დახმარება მოუხსნეს ონკოლოგიურ ავადმყოფს. შუამდგომლობაც კი გავაკეთე და გადამოწმება ვითხოვე, მაგრამ პასუხი ჯერ არ მოსულა და არც გადამოწმების იმედი მაქვს, სამწუხაროდ, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა სოფელ გორაბერეჟოულში გურამ ტყეშელიაძემ.

მერის წარმომადგენელი ნაბეღლავის თემში ჭაბუკა კვაჭანტირაძე ამბობს, რომ გამონაკლისი არც მისი თემია:

_ საკმაოდ ბევრი ოჯახია, რომლებსაც უჭირთ და დახმარება არ აქვთ. ბოლო პერიოდში ბევრს მოეხსნა და სამწუხაროდ, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. სხვა სოფლებთან შედარებით, ნაბეღლავში მეტი ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაჭირვებულები არ არიან. სოციალური მომსახურების სააგენტოს უცნაური კრიტერიუმების აქვს _ მიაჩნიათ, რომ ტელევიზორი და მაცივარი თუ აქვს ადამიანს სახლში, მას არ უჭირს. არადა, იმ მაცივარში რომ არაფერი დევს, ამას არ ითვალისწინებენ, _ ამბობს კვაჭანტირაძე, რომელსაც ეთანხმება მერის წარმომადგენელი ერკეთში კარლო თედორაძე; მისი თქმით, ზემო და ქვემო ერკეთში ბევრი ისეთი ოჯახია, რომელსაც არც პურის ფული აქვთ და არც დახმარებისთვის საჭირო ქულები:

_ არიან ოჯახები, სადაც შრომისუუნარო, ავადმყოფი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც პენსია წამლებშიც კი არ ყოფნით, მაგრამ დახმარება ვერ მიიღეს. მიმაჩნია, რომ არასწორად ინიშნება. შეიძლება, სახლი კარგი იყოს _ კომუნისტების დროს აშენებული, მაგრამ იმ სახლში თუ არაფერია, საჭმელი თუ არ აქვთ, მხოლოდ კედლებს რა აზრი აქვს?! _ ამბობს თედორაძე ჩვენთან საუბრისას.

ქვენობნის თემში მერის წარმომადგენლის დავით კვაჭანტირაძის თქმით, თემში შემავალ სამ სოფელში 4-5 ოჯახი მაინც არის ისეთი, რომლებსაც დახმარება აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

როგორც გავარკვიეთ გამონაკლისი არც ამაღლება, შუა ამაღლება, ზემოხეთი, ზემო სურები, შუა სურები, ზოტი, დიდივანი და საჭამიასერია _ ყველგან ნახავთ ოჯახებს, რომელთა შემოსავლის წყარო, მხოლოდ მოხუცებულთა პენსიაა. იპოვით ისეთებსაც, რომლებსაც არც სახლი აქვთ, არც _ შრომის უნარი, არც _ პენსია, მაგრამ დახმარების მიღებისთვის საჭირო ქულები მაინც არ მიანიჭეს.

ეს ადამიანები პირად საუბრებში კორუფციულ სქემებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ “დახმარებები ნაცნობობით ინიშნება”.

ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც კონფიდენციალურობას ითხოვს, გვწერს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტი მზია ოსეფაიშვილი დახმარებებს ქრთამის სანაცვლოდ ნიშნავს.

წყარო აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებს ადგილი სოფელ ზოტში ჰქონდა და ეს არ იყო ერთჯერადი. მისივე ინფორმაციით, ოსეფაიშვილს სოფლის რწმუნებული, რაულ კონცელიძეც ეხმარება.

მზია ოსეფაიშვილი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს:

_ სოციალური აგენტი დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენ მივდივართ ოჯახებში და დეკლარაციებში ვწერთ იმას, რასაც გვეუბნებიან. დოკუმენტზე ხელს ოჯახის უფროსი აწერს და ამ დოკუმენტს ვაგზავნით თბილისში, სადაც ხდება ქულების მინიჭება. ქულებთან ჩვენ შეხება არ გვაქვს და სიცრუეა ის, რომ აგენტს აქვს სოციალური დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა. ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და არ ვაპირებ ამის ასე დატოვებას. მე პირადად მივმართავ შესაბამის უწყებებს გამოძიების მოთხოვნით, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მზია ოსეფაიშვილმა.

ბრალდებების დასამტკიცებლად გამოძიების დაწყებას ითხოვს მერის წარმომადგენელი სოფელ ზოტში:

_ ეს პირველად არ გამიგია. დიდი ხანია, ათასგვარი ბრალდება მესმის ამ მიმართულებით, რაც არასწორია. როგორ შეიძლება ასეთი ბრალდება?! დაამტკიცონ! მე რა შეხება მაქვს დახმარების დანიშვნასთან?! ჩემი გვარი სოფელში მცირედაა წარმოდგენილი _ ორი ნათესავი მყავს, უკიდურესად გაჭირვებულები არიან, მაგრამ დახმარება მოუხსნეს. რამდენიმე დღის წინ ჩემს ერთ-ერთ ნათესავს, რომლის ოჯახში ცოტა ხნის წინ, დიდი ტრაგედია დატრიალდა და რომელსაც ძალიან უჭირს, 75 000 ქულა მოუვიდა. დახმარების დანიშვნა რომ შემეძლოს, ამათ ხომ დავეხმარებოდი?! _ ამბობს რაულ კონცელიძე.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ დახმარების დანიშვნის შესაძლებლობა აგენტს არ აქვს და ისინი მხოლოდ აღმწერის ფუნქციებს ითავსებენ.

“2015 წლიდან, ანუ მას შემდეგ სოციალურად დაუცველთა მეთოდოლოგია შეიცვალა, სოციალური აგენტი მხოლოდ დეკლარაციის აღმწერი გახდა, რომელიც ოჯახის სოციალურ–ეკონომიკურ მდგომარეობას აღწერს თავად ოჯახის წევრების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. დეკლარაციას კი ხელს აწერს ოჯახის უფლებამოსილი პირი. სოციალური აგენტის სუბიექტური შეფასება, რაც წინა მეთოდოლოგიისას მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქულაზე, ამჯერად საერთოდ აღარ მონაწილეობს ქულის დათვლაში. შესაბამისად, სოციალურ აგენტს არავითარი ბერკეტი არ გააჩნია ქულაზე ზემოქმედებისთვის,” _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, სოციალური აგენტების საქმიანობას პერმანენტულად სწავლობს სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტიც.

რაც შეეხება ქულების განსაზღვრის მეთოდს,ტატა გამყრელიძის თქმით, დეკლარაციაში ასახული მონაცემები პროგრამულად დარდება სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო უწყების მიერ მოწოდებულ ბაზასთან:

“ანუ სოციალური მომსახურების სააგენტო მონაცემებს იღებს შემოსავლების სამსახურიდან, საჯარო რეესტრიდან, შსს-ს მომსახურების სააგენტოდან და სხვა”, _ ამბობს გამყრელიძე და აკონკრეტებს, რომ ამ მონაცემების საფუძველზე ქულები სპეციალური ფორმულით დგება.

_ ფორმულა და მეთოდოლოგია არის საკმაოდ რთული. ამიტომ, მარტივად იმის გადმოცემა, რომელმა მონაცემმა იქონია ქულის დათვლისას გავლენა, თითქმის შეუძლებელია. იმიტომ, რომ დეკლარაციაში მოყვანილ ყველა მონაცემს აქვს თავისი წონა ქულის დათვლისას და, შესაბამისად, ყველა მათგანი თავისებურ გავლენას ახდენს ქულის დათვლაზე. რომ დავაკონკრეტოთ, ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც თავად ითვლის და მასთან ადამიანებს შეხება არ აქვს, _ გვითხრა გამყრელიძემ.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში არ უარყოფენ, რომ პროგრამას აქვს ხარვეზები, თუმცა, მათი თქმით, პროგრამის დახვეწაზე სააგენტოში მუდმივად მუშაობენ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

თბილისში, კაცი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა

სკოლაში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო