ლედი გაგას “გიჟობას” არც ბრუს უილისის ამასწინანდელმა დაცინვამ “უშველა” – თავისი ახალი “სამოსით” კვლავ შოკში ჩააგდო საზოგადოება.
როგორც გაირკვა, სუპერვარსკვლავი ღრმა დეპრესიაშია. უახლოესი მეგობრების თქმით, გაგა თვლის, რომ ზედმეტად მამაკაცური, ჯმუხი და უშნოა.
საათობით დგას სარკის წინ, სულ ახალ-ახალ ნაკლს პოულობს და ერთადერთ ხსნად პლასტიკური ქირურგია მიაჩნია.
მომღერალმა უკვე დაგეგმა ცხვირის და ლოყების ოპერაცია, მკერდის გაზრდა, ლიპოსაქცია. მანამდე კი “თვითდამკვიდრებას” სწორედ ამგვარი გიჟური ჩაცმულობით და ნახევრად სიშიშვლით ცდილობს.