“მაგნიტური” ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით არა მხოლოდ სხვებს აოცებენ – ერთმანეთსაც ეჯიბრებიან გინესის წიგნში მოსახვედრად.
მილანში გამართულ მსგავს ერთ-ერთ კონკურსში სახეზე კოვზების შემაგრების “განხრით” ყველას კანადელმა, მაგნიტურმა თინეიჯერმა, აარონ კენსიმ აჯობა.
მოზარდმა სახეზე ყველაზე მეტი – 17 ცალი კოვზი “მიიმაგნიტა”.