თოქ-შოუ პროფილი ეთერს აჩერებს. ამის მიზეზი გადაცემის წამყვანის, მაია ასათიანის ჯანრთელობის მდგომარეობაა:
“სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.
იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.
მადლობა გვერდში დგომისთვის”, _ აღნიშნულია “პროფილის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.