მაია აბაშიძე, ჩოხატაური:
_ კარგად.
სულიკო ირემაძე, ჩოხატაური:
_ გვიან მოვედი სახლში და არ მისმენია ტელევიზორისთვის.
მდიდრო ცინცაძე, ჩოხატაური:
_ ჩემი შეხედულებით, არ არის მიზანშეწონილი.
გოდერძი სიხარულიძე, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, არ ვარ ჩახედული მაგ საკითხში.
ალექსანდრა კიუტი, ჩოხატაური:
_ საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს და აზრზე არ ვარ რა ხდება.
კახა ფირცხალაიშვილი, ლანჩხუთი:
_ კონკრეტულ პიროვნებებზე, ვინც დანიშნეს, ვერაფერს გეტყვით, რადგან წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ არიან. ისე კი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა გამართლებულად მიმაჩნია.
შაქრო წილოსანი, ლანჩხუთი:
_ შეფასებები იმათ უნდა ჰკითხოთ, ვინც ჩახედულია ამ საკითხში. ისე, ჩემი აზრით, მთავარია მოსამართლეებად კეთილსინდისიერი პიროვნებები იყვნენ შერჩეულები.
ლადო აფხაზავა, ლანჩხუთი:
_ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ერთგვარი გარანტიაა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებისას დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია ეს საქართველოში, უკვე სხვა თემაა.
თენგიზ ხუხუნაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მიმაჩნია, რომ მოსამართლეები უვადოდ არ უნდა ინიშნებოდნენ.
სალომე ბარბაქაძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა დაინიშნონ უვადოდ.
მერაბ ფუტკარაია, ოზურგეთი:
_ არ მომწონს ეს ამბავი.
გრამიტო ჭეიშვილი, ოზურგეთი:
_ განაჩენი სწორად უნდა იქნეს გამოტანილი, უვადოს რა მნიშვნელობა აქვს.
ზურაბ ლომჯარია, ოზურგეთი:
_ დანიშვნა კი არა, მოსამართლის პოსტი არჩევითი უნდა იყოს.
მერი ლომაძე, ოზურგეთი:
_ არ მომწონს, რომ უვადოდ დანიშნეს.
ჯამბულ შარიქაძე, ოზურგეთი:
_ არ ვეთანხმები უვადოდ დანიშვნას.
თენგიზ ტრაპაიძე, ოზურგეთი:
_ არ მომწონს.
თინა შუკაკიძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა დაენიშნათ.