ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის გაუქმებას, საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
უკვე შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით _ “აღდგეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრი ოზურგეთში” და ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო.
პარალელურად დაანონსდა აქციებიც, რომელშიც მონაწილეობას აბიტურიენტების და მათი მშობლების გარდა პედაგოგებიც გეგმავენ, რადგან ცენტრის გაუქმებით პრობლემები მათაც ექმნებათ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლელა იმედაშვილის ინფორმაციით, ამ თემებზე სასაუბროდ ოზურგეთს ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი ეწვევა:
_ მაია მიმინოშვილი ოზურგეთში, მეორე საჯარო სკოლაში 3 საათზე გამართავს შეხვედრას, სადაც დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. შეხვედრის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა, ვიცით, რომ საუბრის თემა ცენტრის გაუქმებაა, _ გვითხრა იმედაშვილმა.
ამავე თემაზე: ეროვნული გამოცდების ცენტრის ოზურგეთში აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო