ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ იური ჯიჯიეშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის დამსახურებული მოღვაწის, მსახიობ იური ჯიჯიეშვილის გარდაცვალების გამო.
ეს დიდი დანაკლისია მთელი გურიისთვის. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს,” _ აღნიშნულია თალაკვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრის მსახიობი იური ჯიჯიეშვილი, გუშინ, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე: გურული ფიუნესი, რომელიც გოგია უიშვილის სახლში ცხოვრობს